ხშირად დასმული კითხვები
ძირითადი კითხვები
შპს ფოსტალ ტრასპორტირებას აწარმოებს სახმელეთო გზით და ამიტომ შესაძლებელია ალკოჰოლური სასმელების (4 ლიტრამდე) ჩამოტანა. საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია შემდეგი სახის ნივთების გამოგზავნა:
1. სუნამოები (თურქეთიდან), ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები;
2. ფეთქებადი ან ცეცხლსასროლი იარაღები ან მათი შემადგენელი ნივთიერებები;
3. აალებადი ან სხვა საშიში საგნები (მაგალითად, სანთებელა, ტოქსიკური და ინფექციური შიგთავსის მქონე ნივთები, საახალწლოდ განკუთვნილი ასაფეთქებელი საგნები, კოროზიული, რადიოაქტიული და სხვა გაურკვეველი ნივთიერების შემცველი საგნები);
4. პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;
5. აალებადი ნივთიერება,
6. აეროზოლის შემცველი ნივთები, წებოვანი ნივთიერება, კოროზიული, ამომჭმელი მასალისგან დამზადებული ნივთები და სხვა (თუ გაქვთ ნებართვა შეგვიძლია ჩამოგიტანოთ);
6. ფასეული და ღირებული ნივთები: მონეტები, ბანკნოტები, ფულის ნიშნები და სხვა ძვირფასი საგნები. საბანკო ბილეთები, საკრედიტო ბილეთები, საგზაო ან სამოგზაურო ჩეკები, ფასიანი ქაღალდები პლატინას, ოქროს ან ვერცხლის ძვირფასი ნაკეთობანი ან დაუმუშავებული სახის ძვირფასი ქვები, საიუველირო ნაკეთობანი ან სხვა ძვირფასი ნივთები;
7. ცხოველები, ფიტულები, ცხოველების ძვლები, ორგანოები და მსგავსი ნაწილები
8. მცენარეები, მცენარეების თესლები (25 გრამზე მეტი);
9. ცოცხალი ცხოველები, თევზები, ჩიტები, მღრნელები, ქვეწარმავლები და სხვა.
10. „აზბესტი“-ს შემცველი პროდუქცია;
11. თხევადი ნივთიერებები;
12. მიწა და ნერგები მიწით;
13. წამლები (10 შეკვრაზე მეტი);
14. თაფლი
15. ელექტრო ხელსაწყოები ნებართვის გარეშე (ბარგალკა, დრუჟბა)