მომსახურების პირობები

ერთის მხვრივ შპს ,,ფოსტალ’’ შემდგომში გადაზიდი კომპანია, (ვებ.გვერდი:www.postal.ge, ტელ: , მისამართი: ) მეორეს მხვრივ  მომხმარებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს შპს ფოსტალ -ის გადაზიდვის მომსახურებას და ენიჭება ათნიშნა მომხმარებლის ნომერი, რომელიც აღირიცხება ტვირთის ჩამოსვლის თანდართულ საერთო კომერციულ ინვოისში, საბაჟო დოკუმენტაციაში და შპს ფოსტალ-ის მონაცემთა ბაზაში, დებენ ამ შეთანხმებას შემდეგნაირად:

1. ხელშეკრულების საგანი

1.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში სატვირთო გადაზიდვების მომსახურების მიწოდება, რომელსაც ექსპედიტორი კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი სახელით და შემკვეთის ხარჯზე.

1.2. მომხმარებელთა რეგისტრაცია ექპედიტორი კომპანიის ვებ.გვერდ www.postal.ge-ზე უფასოა და ნებაყოფლობითი. რეგისტრაცია ხორციელდება ვებ.გვერდზე www.postal.ge მომსახურების პირობები საჯაროა. postal.ge-ს სერვისებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება ამ ხელშეკრულების პირობებს, მხოლოდ მასთან გაცნობის შემდეგ.

 

2.    ტრანსპორტირების ღირებულება, ამანათის გატანა, წონის  დამრგვალება და გადახდა.

2.1.   ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათის რეალური წონიდან. გადასახდელი წონის ფასი 12 ივლისიდან შეადგენს $3.5 აშშ დოლარს 1 კგ-ზე, არსებული კომერციული ბანკის დოლარის შესყიდვის კურსით ლარებში. თუ ამანათის მოცულობი წონა (სიგრძე*სიგანე*სიმაღლე / 6000 - სანტიმეტრებში) აღემატება 20 კილოგრამს, გამოიყენება ტრანსპორტირების გამოანგარიშების საერთაშორისო წესი, რომელიც ითვალისწინებს ღირებულების გადახდას მოცულობით და რეალურ წონების შორის მაქსიმალურით.

2.2.   სავალდებულოა ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა განხორციელდეს მხოლოდ www.postal.ge-ზე მითითებული გადახდის მეთოდებით   ამანათის საქართველოში ჩამოსვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

2.3.   თუ გზავნილის საქართველოში შემოსვლიდან 30 დღის ვადაში არ მოხდა მომხმარებლის მიერ გზავნილის გატანა, გზავნილი გადაეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში. ვადის გასვლის შემდეგ, ამანათს დაეკისრება ყოველდღიური შენახვის საფასური დღეში -  2 ლარი.

2.4. ამანათის შპს ფოსტალ ის საწყობში მოსვლის და მისი ტრანსპორტირების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ტრანსპორტირების საფასური. ვალდებულება ძალაში რჩება ამანათის სახელმწიფოსთვის გადაცემის შემთხვევაშიც.

2.5.  ამანათის გატანისას მომხმარებელი ვალდებულია ადგილზე შეამოწმოს შიგთავსი. დაზიანების შემთხვევაში ადგილზევე შეატყობინოს პასუხისმგებელ პირს. ინფორმაციას განიხილავს შესაბამისი სამსახური და მომხმარებელი გონივრულ ვადაში მიიღებს პასუხს.

2.6. ნივთის მინიმალური წონა თუ ნაკლებია 100 გრამზე მრგვალდება 100 გრამზე. 

3. ამანათის გადაფუთვის სერვისი მოცულობის  შესამცირებლად.

3.1. ზომის შემცირების სერვისი გულისხმობს ამანათის სიცარიელის მაქსიმალურად შემცირებას საფოსტო ყუთის დახარისხებისა და გადაკეცვის ხარჯზე. ყველა ის ამანათი, რომელშიც ყუთის ერთ მხარეს შეიძლება დარჩეს 1-2 სმ სიგანე, ჩაითვლება შემცირებულად.

3.1.   მოცულობის შემცირების მიზნით შპს "ფოსტალ"-ი უსასყიდლოდ ახდენს ამანათების გადაფუთვას. გადაფუთვა ხდება ავტომატურად და კლიენტს არ სჭირდება ამ სერვისის სპეციალურად მითითება.

3.2.   უსაფრთხოების მიზნით არ ხდება საჩუქრის ამანათების ან მალფუჭებადი პროდუქციისა და ელექტრო მოწყობილობების ამანათების ზომის შემცირება.

3.3. კომბინირებული პროდუქტის შემთხვევაში, ამანათების ზომა მაქსიმალურად შემცირდება. კომბინირებულ შემადგენლობაში შედის: ტანსაცმელი + ფეხსაცმელი, ტანსაცმელი + ბიჟუტერია, ფეხსაცმელი + საათები და ა.შ.

4.      საკურიერო მომსახურება.

4.1.   გადაზიდვის ღირებულება გამოითვლება ამანათების საერთო წონიდან. თბილისში საკურიერო საკურიერო მომსახურება შეადგენს 5 ლარს.

4.2.    ყველა იმ ამანათზე, რომლის ტრანსპორტირების ღირებულება გადახდილი იქნება თბილისის მაშტაბით მოქმედებს საკურიერო მომსახურება, რეგიონში ამანათის გატანა მოხდება ოფისიდან

4.3.   ამანათს მოგიტანენ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე, მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამანათის ჩამოსვლამდე.

4.4.   თუ კურიერმა ვერ მოახერხა წინასწარ დაკავშირება თქვენს მიერ მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე ამანათს დააბრუნებს ოფისში და მომხმარებელს შეეძლება მისი გატანა ოფისიდან.

4.5.   ამანათის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი).

4.6.   კურიერი არაა ვალდებული აიტანოს ამანათები სართულზე.

4.7 . ამანათის მიღებისას   მომხმარებელი ვალდებულია კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს შეფუთვა და გარეგანი დაზიანების შემთხვევაში მასთან დააფიქსიროს პრეტენზია.

4.8. თუ მომხმარებლის ანგარიშზე დავალიანება არსებობს,  ამანათი არ გაიცემა, სანამ დავალიანება არ გადაიფარება.

5.      ამანათის გადაცემა მესამე პირზე.

5.1.   მესამე პირს შეუძლია მიიღოს ამანათი თუ ის წარადგენს:

         მიმღების პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, აგრეთვე საკუთარ პირადობის დამადასტურებელ საბუთს.

5.2.   ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, ამანათის გამტანის პირადობის მოწმობას და გადახდის ქვითარს.

6.       ტრანსპორტირება.

6.1.   გარკვეული მიზეზების გამო ტრანსპორტირების დაგვიანებაზე შპს "ფოსტალ"-ი პასუხს არ აგებს.

6.2.   შპს "ფოსტალ"-ი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ამანათებზე, რომელთა უცხოეთის ოფისში მიტანას ახორციელებს კომპანია, რომელსაც არ აქვს ამანათის ჩაბარების სავალდებულო ხელმოწერით დადასტურების სერვისი და შესაბამისად სადაო სიტუაციის წარმოქმნისას, ასეთი კომპანიები ვერ დაადასტურებენ აგენტის საწყობში ტვირთის მიტანას.

7.    ამანათის დეკლარირება

6.1. დეკლარირება (პროდუქციის გამომგზავნის დასახელების, სასაქონლო კოდის და ფასის მითითება)  ვებგვერდ www.postal.ge-ზე აუცილებელია.

6.2. დეკლარირებული თანხა აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს შეძენილი ნივთის რეალურ ღირებულებას. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.

6.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ შეავსებს გადამზიდავი გზავნილის დეკლარაციას (საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას), გზავნილი გაჩერდება საბაჟოზე. მომხმარებელმა 8 დღის განმავლობაში უნდა მოახერხოს გზავნილის დეკლარირება (წარმოადგინოს ინვოისი ან ჩაუტაროს საბაჟო ექსპერტიზა).

7.      განბაჟება

7.1.   ამანათები, რომელთა ფასი აღემატება 300 ლარს ან აღემატება 30 კილოგრამს საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება განბაჟებას.

7.2.   განსაბაჟებალი ამანათები გაიცემა მხოლოდ ოფისებში სპეციალურ დოკუმენტთან ერთად (ფორმა 4, რომელსაც ჩვენ დაგიმზადებთ  და გადმოგცემთ ამანათთან ერთად). 

7.3.   მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს საბაჟო გადასახადი ამანათის მიღების დღიდან 30 დღის განმავლობაში საქართველოს ნებისმიერ ბანკში.

7.4.   მომხმარებლის მიერ განსაბაჟებელი ამანათის მიღების და ფორმა 4-ზე ხელისმოწერის შემდეგ ყველა პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მომხმარებელს.

 

8.      შეზღუდული პროდუქცია.

8.1.    შპს ფოისტალ იხსნის  პასუხისმგებლობას   აკრძალული პროდუქციის    ტრანსპორტირებაზე.  

8.2.   თუ მომხმარებლის მიერ მაინც მოხდა აკრძალული პროდუქციის გამოწერა რის გამოც  შპს ფოსტალ-ს მიადგა მატერიალური ზარალი, კომპანია მომხმარებელს დააკისრებს საჯარიმო სანქციას.

8.3. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააჯარიმებს შპს ფოსტალ-ს მომხმარებლის მიერ პირობების შეუსრულებლობის ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ. პროდუქტების არასრული ან არაზუსტი დეკლარაცია), შპს ფოსტალ იტოვებს უფლებას აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.

9. სხვა შეზღუდვები და პირობები

9.1.  მომხმარებლის ან ნებისმიერი მოქალაქის მიერ შეურაცხმყოფელი ენის გამოყენება, კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება, სხვა გადაზიდვის კომპანიის პირდაპირი ან არაპირდაპირი რეკლამირება, როგორც ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, ჩატით ან პირადად, ასევე კომპანიის Facebook გვერდის და ბლოგის ან იდენტიფიცირებული მოქალაქის მომსახურების დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტა და კომპანიის მიერ Facebook- ის ან ბლოგის გვერდებზე გამოქვეყნებული ტექსტის ან კომენტარების გაუქმება და დაბლოკვა.

9.2. კომპანია იტოვებს უფლებას უარი თქვას საექსპედიტორო მომსახურების გაწევაზე იმ პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სხვა საექსპედიტორო კომპანიებს, იქნება ეს დამფუძნებლები, დირექტორები თუ სხვა მმართველი პერსონალი.

9.3.  www.postal.ge-ზე განთავსებული ყველა ინფორმაცია და პირობები, მათ შორის ტექსტური მასალა ხშირად დასმული შეკით–დან და მომსახურების პირობები, ნამდვილია და წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მომსახურების პირობები ითვლება ხელშეკრულებად კომპანიასა და მომხმარებელს შორის. ამ პირობების მომხმარებლისთვის წარდგენის მომენტიდან და კომპანიის ვებ.გვერდზე შესაბამის "ვეთანხმები წესებს და პირობებს" ღილაკის მონიშვნიდან.

9.4.  შპს ფოსტალ  არ არის პასუხისმგებელი ამანათების თურქეთიდან საქართველოში მიწოდებაზე, თუ მომხმარებელი შეცდომას უშვებს პროდუქტის გამოწერისას და არასრულყოფილად ან არასწორად მიუთითებს თურქეთის მისამართს. დაუშვებელია მომხმარებლის მიერ მისამართის შეცვლა და იგი უნდა იყოს დაწერილი ზუსტად ისე, როგორც მოცემულია მომხმარებლის გვერდზე.

9.5.  შპს ფოსტალ იტოვებს უფლებას ჩაიწეროს და დაიმახსოვროს მომხმარებლებთან ურთიერთობა ყველა სახის ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო ან ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის საშუალებით, მათ შორის ელექტრონული ფოსტით, ჩატით ან სატელეფონო ზარებით, Facebook– ით ან ბლოგის კომენტარებით, რომლებიც კომპანიას შეუძლია გამოიყენოს თავისი უფლებების დასაცავად. დავის შემთხვევაში.

9.6.  მომხმარებელი ადასტურებს, რომ ამანათის მისაღებად მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები (პირადობის მოწმობა, პასპორტი, საბანკო ქვითარი) აუთენტურია და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.

9.7.  მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია. ფოსტალ მიერ და არ გადასცემს მომხმარებლის ინფორმაციას მესამე პირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

9.8. კომპანია ფოსტალ  იტოვებს უფლებას შეცვალოს მომსახურების პირობები ან შეწყვიტოს მომსახურება მომხმარებელთან მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე.

9.9.  ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გარდა, მომხმარებლისა და ტვირთის ექსპედიტორის უფლებები და მოვალეობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

9.10 შემსრულებლის ბრალით ტვირთის დაკარგვის ან/და დაზიანების შემთხვევაში,შემსრულებელი ვალდებულია მომხმარებელს აუნაზღაუროს დამდგარი ზიანი. ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია (ინვოისშია) მითითებული და არაღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხას

მადლობთ თანამშრომლობისთვის.