მომსახურების პირობები

ერთის მხვრივ შპს ,,ფოსტალ ჯგუფი "  საიდენტიფიკაციო კოდი: 402283970 შემდგომში გადაზიდი კომპანია, (ვებ.გვერდი:www.postal.ge ) მეორეს მხვრივ  მომხმარებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს შპს ფოსტალ ჯგუფი -ის გადაზიდვის მომსახურებას და ენიჭება ათნიშნა მომხმარებლის ნომერი, რომელიც აღირიცხება ტვირთის ჩამოსვლის თანდართულ საერთო კომერციულ ინვოისში, საბაჟო დოკუმენტაციაში და შპს ფოსტალ ჯგუფი ჯგუფის-ის მონაცემთა ბაზაში, დებენ ამ შეთანხმებას შემდეგნაირად:

1. ხელშეკრულების საგანი

1.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში სატვირთო გადაზიდვების მომსახურების მიწოდება, რომელსაც ექსპედიტორი კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი სახელით და შემკვეთის ხარჯზე.

1.2. მომხმარებელთა რეგისტრაცია ექპედიტორი კომპანიის ვებ.გვერდ www.postal.ge-ზე უფასოა და ნებაყოფლობითი. რეგისტრაცია ხორციელდება ვებ.გვერდზე www.postal.ge მომსახურების პირობები საჯაროა. postal.ge-ს სერვისებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება ამ ხელშეკრულების პირობებს, მხოლოდ მასთან გაცნობის შემდეგ.

 

2.    ტრანსპორტირების ღირებულება, ამანათის გატანა, წონის  დამრგვალება, გადახდა,ანაზღაურება.

2.1.   ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათის რეალური წონიდან, არსებული ეროვნული ბანკის შესყიდვის კურსით ლარებში.

2.2.   სავალდებულოა ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა განხორციელდეს მხოლოდ www.postal.ge-ზე მითითებული გადახდის მეთოდებით ამანათის საქართველოში ჩამოსვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

2.3.  ამანათის შპს ფოსტალ ჯგუფის ის საწყობში არ მიტანის შემთხვევაში კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათის ანაზღაურებაზე, არის გამონაკლისი შემთხვევები როდესაც შიდა საკურიერო კომპანიები რომლებიც ემსახურებიან  სხვადახვა საიტების გამყიდველებს როგორიცა Trendyol, Zara და ა.შ ამანათებს ჩვენი საწყობის მისამართის მაგივრად  სხვა მისამართზე ტოვებენ, კურიერებიც თავიანთ დამქირავებელ კომპანიებს აწვდიან არასწორ ინფორმაცის რომ ამანათი სწორ მისამართზე მიიტანეს და გამყიდველის საიტზე მომხმარებლებსაც უჩვენებს რომ ამანათი მისულია მისამართზე მაგრამ რეალურად მისული არ არის, შესაბამისად ეს ამანათი ვერანაირად ვერ მოხვდება შპს ფოსტალ ჯგუფი ის საწყობში, ასეთ გამონაკლისების შემთხვევეაში მომხმარებელი ვალდებულია გაარკვიოს ეს საკითხი გამყიდველთან და პასუხისგემბლობა და თანხის ამანაზღაურება მათ მოთხოვონ, შპს ფოსტალ ჯგუფი არ აიღებს პასუხისმგებლობას მის საწყობში არ მისულ ამანათებზე. კომპანია მხოლოდ ანაზღაურებს იმ ამანათებს რომლებიც მის საწყობში მივიდა და მოხდა ამ ამანათის მომხმარებლის ანგარიშზე ასახვა შესაბამისი მონაცემებით როგორიცაა თრექინგ კოდი და წონა (თრექინგ კოდი შესაძლებელია არ დაემთხვეს ვინაიდან ხშირად გამყიდველის საიტზე თრექინგკოდი წერია სხვა ნომრით და საწყობში მოსულ ამანათებს სხვა თრექინგ კოდი აწერია). თუ მომხმარებელს აესახა ამანათი  თრექინგკოდით და წონით და ამის შემდეგ მოხდა ამ ამანათის დაკარგვა ან დაზიანება კომპანია მხოლოდ ამ შემთვევაში იღებს პასუხისმგებლობას თანხის ანაზღაურებაზე. ამ საკითხის მოკვლევა და თანხის ანაზღაურება მოხდება 14 დღის ვადაში.

2.4.  თუ გზავნილის საქართველოში შემოსვლიდან 30 დღის ვადაში არ მოხდა მომხმარებლის მიერ გზავნილის გატანა, გზავნილი გადაეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში. ვადის გასვლის შემდეგ, ამანათს დაეკისრება ყოველდღიური შენახვის საფასური დღეში -  2 ლარი.

2.5. ამანათის შპს ფოსტალ ჯგუფი ის საწყობში მოსვლის და მისი ტრანსპორტირების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ტრანსპორტირების საფასური. ვალდებულება ძალაში რჩება ამანათის სახელმწიფოსთვის გადაცემის შემთხვევაშიც.

2.6.  ამანათის გატანისას მომხმარებელი ვალდებულია ადგილზე შეამოწმოს შიგთავსი. დაზიანების შემთხვევაში ადგილზევე შეატყობინოს პასუხისმგებელ პირს. ინფორმაციას განიხილავს შესაბამისი სამსახური და მომხმარებელი გონივრულ ვადაში მიიღებს პასუხს.

 

3. ამანათის გადაფუთვის სერვისი მოცულობის  შესამცირებლად.

3.1. ზომის შემცირების სერვისი გულისხმობს ამანათის სიცარიელის მაქსიმალურად შემცირებას საფოსტო ყუთის დახარისხებისა და გადაკეცვის ხარჯზე. ყველა ის ამანათი, რომელშიც ყუთის ერთ მხარეს შეიძლება დარჩეს 1-2 სმ სიგანე, ჩაითვლება შემცირებულად.

3.1.   მოცულობის შემცირების მიზნით შპს "ფოსტალ ჯგუფი"-ი უსასყიდლოდ ახდენს ამანათების გადაფუთვას. გადაფუთვა ხდება ავტომატურად და კლიენტს არ სჭირდება ამ სერვისის სპეციალურად მითითება.

3.2.   უსაფრთხოების მიზნით არ ხდება საჩუქრის ამანათების ან მალფუჭებადი პროდუქციისა და ელექტრო მოწყობილობების ამანათების ზომის შემცირება.

3.3. კომბინირებული პროდუქტის შემთხვევაში, ამანათების ზომა მაქსიმალურად შემცირდება. კომბინირებულ შემადგენლობაში შედის: ტანსაცმელი + ფეხსაცმელი, ტანსაცმელი + ბიჟუტერია, ფეხსაცმელი + საათები და ა.შ.

4.      საკურიერო მომსახურება.

4.1.   გადაზიდვის ღირებულება გამოითვლება ამანათების საერთო წონიდან. თბილისში საკურიერო საკურიერო მომსახურება შეადგენს 5 ლარს.

4.2.    ყველა იმ ამანათზე, რომლის ტრანსპორტირების ღირებულება გადახდილი იქნება თბილისის მაშტაბით მოქმედებს საკურიერო მომსახურება, რეგიონში ამანათის გატანა მოხდება ოფისიდან

4.3.   ამანათს მოგიტანენ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე, მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამანათის ჩამოსვლამდე.

4.4.   თუ კურიერმა ვერ მოახერხა წინასწარ დაკავშირება თქვენს მიერ მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე ამანათს დააბრუნებს ოფისში და მომხმარებელს შეეძლება მისი გატანა ოფისიდან.

4.5.   ამანათის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი).

4.6.   კურიერი არაა ვალდებული აიტანოს ამანათები სართულზე.

4.7 . ამანათის მიღებისას   მომხმარებელი ვალდებულია კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს შეფუთვა და გარეგანი დაზიანების შემთხვევაში მასთან დააფიქსიროს პრეტენზია.

4.8. თუ მომხმარებლის ანგარიშზე დავალიანება არსებობს,  ამანათი არ გაიცემა, სანამ დავალიანება არ გადაიფარება.

5.      ამანათის გადაცემა მესამე პირზე.

5.1.   მესამე პირს შეუძლია მიიღოს ამანათი თუ ის წარადგენს:

         მიმღების პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, აგრეთვე საკუთარ პირადობის დამადასტურებელ საბუთს.

5.2.   ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, ამანათის გამტანის პირადობის მოწმობას და გადახდის ქვითარს.

6.       ტრანსპორტირება.

6.1.   გარკვეული მიზეზების გამო ტრანსპორტირების დაგვიანებაზე შპს "ფოსტალ ჯგუფი"-ი პასუხს არ აგებს.

6.2.   შპს "ფოსტალ ჯგუფი"-ი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ამანათებზე, რომელთა უცხოეთის ოფისში მიტანას ახორციელებს კომპანია, რომელსაც არ აქვს ამანათის ჩაბარების სავალდებულო ხელმოწერით დადასტურების სერვისი და შესაბამისად სადაო სიტუაციის წარმოქმნისას, ასეთი კომპანიები ვერ დაადასტურებენ აგენტის საწყობში ტვირთის მიტანას.

7.    ამანათის დეკლარირება

6.1. დეკლარირება (პროდუქციის გამომგზავნის დასახელების, სასაქონლო კოდის და ფასის მითითება)  ვებგვერდ www.postal.ge-ზე აუცილებელია.

6.2. დეკლარირებული თანხა აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს შეძენილი ნივთის რეალურ ღირებულებას. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.

6.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ შეავსებს გადამზიდავი გზავნილის დეკლარაციას (საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას), გზავნილი გაჩერდება საბაჟოზე. მომხმარებელმა 8 დღის განმავლობაში უნდა მოახერხოს გზავნილის დეკლარირება (წარმოადგინოს ინვოისი ან ჩაუტაროს საბაჟო ექსპერტიზა).

7.      განბაჟება

7.1.   ამანათები, რომელთა ფასი აღემატება 300 ლარს ან აღემატება 30 კილოგრამს საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება განბაჟებას.

7.2.   განსაბაჟებალი ამანათები გაიცემა მხოლოდ ოფისებში სპეციალურ დოკუმენტთან ერთად (ფორმა 4, რომელსაც ჩვენ დაგიმზადებთ  და გადმოგცემთ ამანათთან ერთად). 

7.3.   მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს საბაჟო გადასახადი ამანათის მიღების დღიდან 30 დღის განმავლობაში საქართველოს ნებისმიერ ბანკში.

7.4.   მომხმარებლის მიერ განსაბაჟებელი ამანათის მიღების და ფორმა 4-ზე ხელისმოწერის შემდეგ ყველა პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მომხმარებელს.

 

8.      შეზღუდული პროდუქცია.

8.1.    შპს ფოისტალ იხსნის  პასუხისმგებლობას   აკრძალული პროდუქციის    ტრანსპორტირებაზე.  

8.2.   თუ მომხმარებლის მიერ მაინც მოხდა აკრძალული პროდუქციის გამოწერა რის გამოც  შპს ფოსტალ ჯგუფი-ს მიადგა მატერიალური ზარალი, კომპანია მომხმარებელს დააკისრებს საჯარიმო სანქციას.

8.3. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააჯარიმებს შპს ფოსტალ ჯგუფი-ს მომხმარებლის მიერ პირობების შეუსრულებლობის ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ. პროდუქტების არასრული ან არაზუსტი დეკლარაცია), შპს ფოსტალ ჯგუფი იტოვებს უფლებას აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.

8.4. შპს ფოსტალ ჯგუფი ტრასპორტირებას აწარმოებს სახმელეთო გზით და ამიტომ შესაძლებელია ალკოჰოლური სასმელების (4 ლიტრამდე) ჩამოტანა. საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია შემდეგი სახის ნივთების გამოგზავნა:

1. სუნამოები (თურქეთიდან), ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები;

2. ფეთქებადი ან ცეცხლსასროლი იარაღები ან მათი შემადგენელი ნივთიერებები;

3. აალებადი ან სხვა საშიში საგნები (მაგალითად, სანთებელა, ტოქსიკური და ინფექციური შიგთავსის მქონე ნივთები, საახალწლოდ განკუთვნილი ასაფეთქებელი საგნები, კოროზიული, რადიოაქტიული და სხვა გაურკვეველი ნივთიერების შემცველი საგნები);

4. პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;

5. აალებადი ნივთიერება,

6. აეროზოლის შემცველი ნივთები, წებოვანი ნივთიერება, კოროზიული, ამომჭმელი მასალისგან დამზადებული ნივთები და სხვა (თუ გაქვთ ნებართვა შეგვიძლია ჩამოგიტანოთ);

6. ფასეული და ღირებული ნივთები: მონეტები, ბანკნოტები, ფულის ნიშნები და სხვა ძვირფასი საგნები. საბანკო ბილეთები, საკრედიტო ბილეთები, საგზაო ან სამოგზაურო ჩეკები, ფასიანი ქაღალდები პლატინას, ოქროს ან ვერცხლის ძვირფასი ნაკეთობანი ან დაუმუშავებული სახის ძვირფასი ქვები, საიუველირო ნაკეთობანი ან სხვა ძვირფასი ნივთები;

7. ცხოველები, ფიტულები, ცხოველების ძვლები, ორგანოები და მსგავსი ნაწილები

8. მცენარეები, მცენარეების თესლები (25 გრამზე მეტი);

9. ცოცხალი ცხოველები, თევზები, ჩიტები, მღრნელები, ქვეწარმავლები და სხვა.

10. „აზბესტი“-ს შემცველი პროდუქცია;

11. თხევადი ნივთიერებები;

12. მიწა და ნერგები მიწით;

13. წამლები (10 შეკვრაზე მეტი);

14. თაფლი

15. ელექტრო ხელსაწყოები ნებართვის გარეშე (ბარგალკა, დრუჟბა) 

9. სხვა შეზღუდვები და პირობები

9.1.  მომხმარებლის ან ნებისმიერი მოქალაქის მიერ შეურაცხმყოფელი ენის გამოყენება, კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება, სხვა გადაზიდვის კომპანიის პირდაპირი ან არაპირდაპირი რეკლამირება, როგორც ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, ჩატით ან პირადად, ასევე კომპანიის Facebook გვერდის და ბლოგის ან იდენტიფიცირებული მოქალაქის მომსახურების დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტა და კომპანიის მიერ Facebook- ის ან ბლოგის გვერდებზე გამოქვეყნებული ტექსტის ან კომენტარების გაუქმება და დაბლოკვა.

9.2. კომპანია იტოვებს უფლებას უარი თქვას საექსპედიტორო მომსახურების გაწევაზე იმ პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სხვა საექსპედიტორო კომპანიებს, იქნება ეს დამფუძნებლები, დირექტორები თუ სხვა მმართველი პერსონალი.

9.3.  www.postal.ge-ზე განთავსებული ყველა ინფორმაცია და პირობები, მათ შორის ტექსტური მასალა ხშირად დასმული შეკით–დან და მომსახურების პირობები, ნამდვილია და წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მომსახურების პირობები ითვლება ხელშეკრულებად კომპანიასა და მომხმარებელს შორის. ამ პირობების მომხმარებლისთვის წარდგენის მომენტიდან და კომპანიის ვებ.გვერდზე შესაბამის "ვეთანხმები წესებს და პირობებს" ღილაკის მონიშვნიდან.

9.4.  შპს ფოსტალ ჯგუფი  არ არის პასუხისმგებელი ამანათების თურქეთიდან, საბერძნეთიდან და ამერიკიდან საქართველოში მიწოდებაზე თუ : 

9.4.1 თუ კომპანიამ შეიცვალა საწყობის მისამართი და მომხმარებელმა არ მოახდინა ამ მისამართის ცვლილება მიუხედავად კომპანიის განცხადებისა მისამართის ცვლილებასთან დაკავშირებით რაც www.postal.ge საიტზე განთავსდება და სოციალურ პლატფორმებზე კომპანია არ არის პასუხისმგებელი სხვა გზებით როგორიცაა სმს შეტყობინებით თუ ვერ მოხდა მომხმარებლის ინფორმირება საწყობის მისამართის ცვლილებაზე.

9.4.1 მომხმარებელს ევალება აქტიურად ამოწმოს სიახლეები და საწყობის მისამართის სისწორე თუ გარკვეული დროის განმავლობაში არ უსარგებლია გადაზიდვის მომსახურებით.

9.4.2 მომხმარებელი შეცდომას უშვებს პროდუქტის გამოწერისას მისამართის სისწორის არასრულყოფილად ან არასწორად მიუთითებს თურქეთის მისამართს. დაუშვებელია მომხმარებლის მიერ მისამართის თვითნებური შეცვლა, მისამართი უნდა იყოს დაწერილი ზუსტად ისე, როგორც მოცემულია მომხმარებლის გვერდზე.

9.5.  შპს ფოსტალ ჯგუფი იტოვებს უფლებას ჩაიწეროს და დაიმახსოვროს მომხმარებლებთან ურთიერთობა ყველა სახის ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო ან ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის საშუალებით, მათ შორის ელექტრონული ფოსტით, ჩატით ან სატელეფონო ზარებით, Facebook– ით ან ბლოგის კომენტარებით, რომლებიც კომპანიას შეუძლია გამოიყენოს თავისი უფლებების დასაცავად. დავის შემთხვევაში.

9.6.  მომხმარებელი ადასტურებს, რომ ამანათის მისაღებად მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები (პირადობის მოწმობა, პასპორტი, საბანკო ქვითარი) აუთენტურია და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.

9.7.  მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია. ფოსტალ ჯგუფი მიერ და არ გადასცემს მომხმარებლის ინფორმაციას მესამე პირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

9.8. კომპანია ფოსტალ ჯგუფი  იტოვებს უფლებას შეცვალოს მომსახურების პირობები ან შეწყვიტოს მომსახურება მომხმარებელთან მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე.

9.9.  ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გარდა, მომხმარებლისა და ტვირთის ექსპედიტორის უფლებები და მოვალეობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

9.10 შემსრულებლის ბრალით ტვირთის დაკარგვის ან/და დაზიანების შემთხვევაში,შემსრულებელი ვალდებულია მომხმარებელს აუნაზღაუროს დამდგარი ზიანი. ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია (ინვოისშია) მითითებული და არაღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხას

მადლობთ თანამშრომლობისთვის.